ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი ქვას ესვრის კორპუსს, რომელიც რამდენიმე წამში ჩამოინგრა (თურქეთი)
თურქეთში მალათიის მცხოვრებმა თებერვლის მიწისძვრების გამო სერიოზულად დაზიანებული შენობა დაანგრია, წერს პორტალი Onedio. ამისათვის საკმარისი იყო ქვის სროლა, რის შემდეგაც მაღლივი შენობა უბრალოდ ჩამოინგრა.გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ქვას ესვრის მაღალსართულიან კორპუსს, რომელიც საგრძნობლად დაზიანდა წარსული მიწისძვრების შემდეგ. შენობა რამდენიმე წამში ჩამოინგრა და უკან აგურის გროვა დატოვა.