დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია", - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საპატრიარქოს თანამშრომელი ავადმყოფობდა.
“ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა”, - აღნიშნავს ჯაღმაიძე.