"ყვავილების ქვეყანა" - ორი ქართველი ლეგენდა ერთ კლიპში და ქართულად ამღერებული აზერბაიჯანელი მომღერალი
აზერბაიჯანელმა მომღერალმა, ემინ აგალაროვმა გამოაქვეყნა კლიპი, სადაც ქართველ ლეგენდასთან, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, ვახტანგ კიკაბიძის უკვდავ ჰიტს "ყვავილების ქვეყანას" ასრულებს. კლიპში ვახტანგ კიკაბიძის სიმღერის ფრაგმენტებიცაა ჩასმული.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ მომღერალს ვახტან კიკაბიძესთან ერთად სურდა აღნიშნული კლიპის ჩაწერა, თუმცა ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა.