რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, იგოეთის გადასახვევთან?
ამ წუთებში, ვრცელდება კადრები ავტობანიდან. იგოეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ავტომობილის მისაბმელს გაუჩნდა, რომლითაც მძღოლს ტვირთი გადაჰქონდა.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.