“გადავურჩი ინსულტს 30 წლის ასაკში! თვალში სისხლჩაქცევა მაქვს, მაგრამ მხედველობასაც აღვიდგენ, ძალაც მომივა, რომ ისევ ისეთი მხიარული ვიყო“ - რას წერს America’s Got Talent-ის ქართველი მონაწილე თათია კობალაძე?
America’s Got Talent-ის ქართველი მონაწილე თათია კობალაძე ინსულტს გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თათია ავრცელებს:
“ჩემო საყვარელო ადამიანებო, მადლობა ყველას, ვინც მომიკითხეთ! კი, მე გადავრჩი! გადავურჩი ინსულტს 30 წლის ასაკში.
ალბათ ყველას და ყველაფერს აქვს თავისი დრო, მაგრამ ჯერ ჩემი დრო არ დამდგარა! ახლა ვიწყებ ჩემი კარიერის ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულებას! მართალია, თვალში სისხლჩაქცევა მაქვს, მაგრამ მხედველობასაც ძალიან კარგად აღვიდგენ, ამ სისხლჩაქცევასაც მოვერევი, ძალაც მომივა, რომ ისევ ისეთი მხიარული ვიყო და ბევრ საქმეს გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებდი ჩემს პროფესიაში!
მე ამერიკა და America’s Got Talent მელოდება. ახლა არ არის ცუდად ყოფნის დრო! გპირდებით, ყველა ძალას მოვიკრებ, რომ გაგახაროთ და გააამაყოთ ამერიკიდან მთელი ჩემი ქვეყანა! მიყვარხართ“.