“ჩემი მშობლების თაობამ შეძლო საბჭოთა ანექსიიდან თავის დაღწევა - ჩვენი თაობის ვალია დამოუკიდებლობის განმტკიცება და მშვიდობის უზრუნველყოფა“ - შალვა პაპუაშვილი
დღეს ჩვენთვის ისტორიული დღეა - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა პირველად ტარდება მის არაწევრ სახელმწიფოში. ამიტომ, საქართველოს პარლამენტისთვის დიდი პატივია, ასამბლეის და მისი სესიის ფარგლებში, ორმოცი დელეგაციის 200-მდე წარმომადგენლის მასპინძლობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში ჩატარება კარგი შესაძლებლობაა სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.