"ყველაფრის ხმამაღლა თქმა არ მინდა, მაგრამ ერთს ვიტყვი" - მამა ანდრია ჯაღმაიძის პირველი კომენტარი მეუფე შიოს სავარაუდო, მოწამვლასთან დაკავშირებით
საქართველოს საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის, „რადგან ნივთიერება, რომელიც მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, როცა მოწამვლისთვის გამოუყენებიათ“.