ხელჩართული ჩხუბისა და დაპირისპირების ამსახველი კადრები საგარეჯოდან - ხაბეიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კვერცხები და ქვები დაუშინეს
ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი საგარეჯოში მომხდარი ხელჩართული ჩხუბისა და დაპირისპირების ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
“და არც ერთი პოლიციელი, არც ერთი, ნაგვები!“ - წერს დავით ჭაბაშვილი.
საგარეჯოში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებოდნენ, ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან. მისივე თქმით, მათზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია.
„ეს არის სუს-ის, „ქართული ოცნების“, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.