"ასეთი ბავშვი გვყავდა და მასწავლებელი დაგვესტრესაო" - გიმნაზია "შავნაბადა" სკანდალში გაეხვია, რას ამბობს მშობელი და რას პასუხობს დირექტორი ბრალდებებს?
გიმნაზია „შავნაბადა“ სკანდალში გაეხვია. 6 წლის სანდროს დედა, ფიქრია მატიაშვილი, გიმნაზიას ბრალდებებს უყენებს და ამბობს, რომ მის შვილს, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, სკოლაში მიღებაზე უარი უთხრეს. რეგისტრაცია 3 თვის წინ გაიარეს, ფსიქოლოგთან შეხვედრის შემდეგ კი უარით გამოისტუმრეს.
გიმნაზია ბრალდებებს უარყოფს. "შავნაბადას" ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემიის გენერალური დირექტორი ავთო აბდუშელიშვილი ამბობს, ის ფაქტი, რომ თითქოს ჩარიცხული ბავშვი სკოლაში არ მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.