"განსაკუთრებით მძიმედ იყო 1 კვირის წინ" - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ, რის გამოც ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.
"განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ.
ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.
საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ" - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.