loader

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები, რომლის დროსაც 29 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები, რომლის დროსაც 29 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა - მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა

სამხრეთ მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, ავტობუსი ქალაქ მეხიკოდან სამხრეთ ოახაკის შტატის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა ტრანსპორტის გაკონტროლება ვეღარ შეძლო და გზიდან გადავიდა.

მათივე ცნობით, დაახლოებით 14 დაშავებული ქალაქ ტლაქსიაკოს საავადმყოფოში მოათავსეს, ხუთი მათგანი კი შტატის დედაქალაქ ოახაკა-დეხუარესში გადაიყვანეს.