"ძალიან სამწუხარო ამბავი იქნა გამოკვეთილი... გეტყვით, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ გავშიფრეთ" - მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე "ფორმულაში" ბრიფინგი გაიმართა
ერთ-ერთი პირი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობს, სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ, დავით ქაშიაშვილმა და ტელეკომპანიის კიდევ-ერთმა დამფუძნებელმა ზუკა გუმბარიძემ გააცნეს.
მათი თქმით, ინფორმაცია უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე აქვთ.
ამასთან, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას წარუდგინეს კადრები, რომელიც მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიას ასახავს.