loader

"თემა ეხება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ დარღვევებს! ეს არის დანაშაული!" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედისა და ადვოკატის პრესკონფერენცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თემა ეხება ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ დარღვევებს! ეს არის დანაშაული!" - დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედისა და ადვოკატის პრესკონფერენცია

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია.

როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ დნმ-ის ანალიზი ობდებოდეს.

"სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს ჩემი შვილის სხეულიდან აღებულ იქნა დნმ-ანაწმენდები, კერძოდ, ეს არის ხელები და სახე. შემდეგ ეს ანაწმენდები გადაეცა ბიოლოგიურ ექსპერტს. აღმოჩნდა, რომ მე-17 პაკეტი, რომელშიც ეს ანაწმენდები უნდა ყოფილიყო დალუქული, არის გახსნილი და დნმ-ანაწმენდები არის დაობებული. დაობება ნიშნავს იმას, რომ ანაწმენდები ხდება ნაწილობრივ ან სრულად გამოუსადეგარი კვლევებისთვის, რაც საქმეს უკან ხევს“, - განაცხადა ნატო ხუტაშვილმა.