loader

"გვარამიას მაგრად ეშლება... ეს იყო ჩა*ვრა! გვარამია იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე "გააფარჩაკა" - თამარ ჩერგოლეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვარამიას მაგრად ეშლება... ეს იყო ჩა*ვრა! გვარამია იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე "გააფარჩაკა" - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გვარამიას მაგრად ეშლება.

შეცდომა არ იყო ბიძინასთვის მუდარა, "ოღონდ ციხიდან გამიშვი და პარტიას გავაჩერებ, პოლიტიკიდან წავალ, 100 პროცენტით უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ"...

ეს იყო ჩასვრა!

და ეს ჩასვრა გარდაუვალი იყო მიშას ბუნების პირობებში.

შეცდომა, თანაც კატასტროფული, რაშიც გვარამიამ უდიდესი როლი ითამაშა, იყო ვირტუალური რეალობის შექმნა მიშასთვის, თითქოს მესიაა - მასზე აცოცების სანაცვლოდ.

ანუ შეცდომა იყო მედიაშანტაჟით, ცილისწამებით, შავრაზმული პოპულიზმით ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა, რამაც მიშა არაჟნის კონტეინერით საქართველოში ჩამოაქანა და გააფარჩაკა - ხოლო დემოკრატიული პროცესი ბოლომდე დაანგრია.

და ეს (დანაშაულზე მეტი) შეცდომა გვარამიას შეცდომაა პირველ რიგში (მიშას შემდეგ).

ეგ იყო იმ ვირტუალური რეალობის შემოქმედი, რამაც სააკაშვილი ასე გააფარჩაკა (დღესაც იმავეს აკეთებს მისი არხი).

ასე რომ, ახლა იპროფესოროს და იყოს … ის იდიოტები, ვინც ახლა მის პოსტებს ალაიქებენ (ზუსტად ასეთივე თანხმობის ბღავილი ჰქონდათ საწინააღმდეგო შინაარსის პოსტებზეც), მაინც ვერაფერს მიხვდებიან და მათ მიუხედავად უნდა მოხდეს პროგრესი ამ ქვეყანაში" - ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს