loader

"არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე" - 3 შეცდომა, რომელიც სააკაშვილის საქმეზე დაუშვეს, ნიკა გვარამიას მოსაზრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე" - 3 შეცდომა, რომელიც სააკაშვილის საქმეზე დაუშვეს, ნიკა გვარამიას მოსაზრება

ნიკა გავრამია სოციალურ ქსელში 3 შეცდომის შესახებ წერს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაუშვეს.

"რა იყო არასწორი:

1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი - პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე;

2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე - ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა;

3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%-ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე "გაყიდა" ოცნების პროპაგანდამ - "სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ სჭირს", რაც ცხადია, ტყუილია, მაგრამ იმუშავა", - წერს გვარამია.