თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.