"პაპუაშვილო, შემომხედე კარგად" - მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე მაისური აიწია
ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემ წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპუაშვილო, შემომხედე კარგად! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ის ფეხზე წამოდგა და საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინა.
მისი თქმით, ყველა, ვინც უღალატა საქართველოსა და უკრაინას, უმკაცრესი სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს.