ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა და მათ მისაღებ გამოცდებზე კარგი ნიშნების მიღება უსურვა.
„ჩვენ ვლოცავთ აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდებს აბარებენ. ღმერთმა დაგლოცოთ. კარგი ნიშნები დაგეწეროთ“, - ბრძანა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ.
სამებაში გუშინ აბიტურიენტები იყვნენ შეკრებილი.