“არ დაგტოვებთ არასდროს! ჩვენი მომავალი ხართ!“ - როგორ გაამხნევეს ქომაგებმა საქართველოს U21 ნაკრები, დამარცხების შემდეგ
“არ დაგტოვებთ არასდროს!“ - ქომაგებმა საქართველოს U21 მატჩის დასრულების შემდეგ მიმართეს და გაამხნევეს.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა. მოგვიანებით მიმართვა ზურიკო დავითაშვილმაც გაავრცელა:
“ქართველი ხალხის ერთიანობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს გარშემო იყო, ნამდვილად სამაგალითოა და დღის ასეთი დასასრული არაა ის, რაც თქვენ დაიმსახურეთ. საფინალო სასტვენი, ხალხის იდენტური რაოდენობა ტრიბუნებზე და საოცარი მხარდაჭერა მუდამ დარჩება ჩემს გონებაში. მადლობა არის ძალიან სუსტი სიტყვა, რაც გულშემატკივრებისადმი ჩემს და გუნდის მადლიერებას გამოხატავს...
ახლა კი საჭიროა თავი ავწიოთ და წინ ვიყუროთ. იქ, სადაც მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ“ - წერს დავითაშვილი.
ვიდეო: ქართული სპორტის ქომაგები