loader

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელთან დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელთან დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა

"დი­ნა­მო არე­ნა­ზე", 21-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში სა­ქარ­თვე­ლო ის­რა­ელს და­უ­პი­რის­პირ­და და თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში და­მარ­ცხდა. მატ­ჩის, რო­გორც ძი­რი­თა­დი, ისე და­მა­ტე­ბი­თი დრო უგო­ლოდ დას­რულ­და, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა გა­გუ­ამ და ხვა­და­გი­ან­მა ვერ შეძ­ლეს გა­ტა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ტი­ტუ­ლის­თვის ბრძო­ლას მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გა­მო­ე­თი­შა.

ჩვე­ნი გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რა­მაზ სვა­ნა­ძემ ასე­თი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბით გა­იყ­ვა­ნა უმ­ცრო­სი "ჯვა­როს­ნე­ბი" მო­ე­დან­ზე:

მა­მარ­დაშ­ვი­ლი, გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი, კა­ლან­და­ძე, გე­ლაშ­ვი­ლი, სა­ზო­ნო­ვი, გაგ­ნი­ძე, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, და­ვი­თაშ­ვი­ლი, წი­ტა­იშ­ვი­ლი, აზა­რო­ვი, გა­გუა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ის­რა­ე­ლელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით და­ი­წყო. მათ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ზე ჰქონ­დათ ან­გა­რი­შის გახ­სნის შან­სი, თუმ­ცა ეს ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. მე-15 წუ­თი­დან ქარ­თვე­ლებ­მა თა­მა­შის და­წყნა­რე­ბა შეძ­ლეს, ნელ-ნელა შე­ტე­ვა­შიც გა­და­ვიდ­ნენ. მე-19 წუთ­ზე ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის დრიბ­ლინ­გის შემ­დეგ მე­ტო­ქის კარ­ში გოლი გა­ვი­და, თუმ­ცა ეს არ ჩა­ით­ვა­ლა. მსა­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბურ­თმა მო­ე­და­ნი და­ტო­ვა. შემ­დგომ ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით წა­რი­მარ­თა ტა­ი­მი, თუმ­ცა ორი­ვე გუნ­დი ძა­ლი­ან ფრთხი­ლობ­და. მე-40 წუთ­ზე "ჯვა­როს­ნებს" ჰქონ­დათ გო­ლის გა­ტა­ნის შან­სი, მაგ­რამ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის დარ­ტყმუ­ლი მცველ­მა კუ­თხურ­ზე მო­ი­გე­რია. პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ნუ­ლო­ვა­ნი ფრით დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი ისევ ის­რა­ე­ლელ­თა შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა თა­მა­ში მა­ლე­ვე გა­თა­ნაბრდა. რო­გორც ერთი, ისე მე­ო­რე გუნ­დი სიფრ­თხი­ლით ცდი­ლობ­და შე­ტე­ვა­ზე გა­დას­ვლას. სა­ბო­ლო­ოდ თა­მა­ში ნუ­ლო­ვა­ნი ფრით დას­რულ­და.

და­მა­ტე­ბი­თი ტა­ი­მე­ბი ქარ­თვლე­ბის სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა გო­ლის გა­ტა­ნა ჩვე­ნე­ბუ­რე­ბა ვერ შე­ძელს.

მო­გეხ­სნე­ბათ, 21 ივ­ნისს გახ­სნა 21 წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც, რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არის. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი სწო­რედ მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვე თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზო­ბენ ევ­რო­პა­ში რან­გით მე­ო­რე სა­ნაკ­რე­ბო ტურ­ნირ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი ერთ-ერთ ურ­თუ­ლეს A ჯგუფ­ში მოხ­ვდნენ, ჩვენ­თან ერ­თად იყ­ვნენ: ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი და პორ­ტუ­გა­ლია. სწო­რედ პორ­ტუ­გა­ლი­ის უძ­ლი­ე­რეს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­და სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ტურ­ში და ან­გა­რი­შით 2:0 სძლია. მე­ო­რე ტურ­ში ბელ­გი­ას­თან პირ­ვე­ლი ტა­ი­მის 0:2 წა­გე­ბის შემ­დეგ, ჩვე­ნე­ბუ­რებ­მა მე­ო­რე ტა­იმ­ში მატ­ჩის ბე­დის შე­მობ­რუ­ნე­ბა შეძ­ლეს და სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში 2:2 და­ა­ფიქ­სი­რეს. ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე-3 ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ნი­დერ­ლან­დებ­თან ფრედ 1:1 ითა­მა­შა და ჯგუ­ფი­დან 5 ქუ­ლით და პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ყუ­რე­ბელ­თა დას­წრე­ბის რე­კორ­დი ქარ­თვე­ლებ­მა ამ მატჩზე მოხ­სნეს. სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის თა­მაშს 44 338 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ და­სა­ნა­ნი მარ­ცხი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა მარ­თლაც სას­წა­უ­ლი მო­ახ­დი­ნეს და ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გი და­დეს - სიკ­ვდი­ლის ჯგუ­ფი­დან გას­ვლი­თა და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში თა­მა­შით.