loader

"...იცი რასაც ვგულისხმობ" - რამდენიმე წლიანი დაპირისპირება დასრულდა: როგორ ულოცავს ანუკი არეშიძეს იუბილეს ნინა ზარქუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"...იცი რასაც ვგულისხმობ" - რამდენიმე წლიანი დაპირისპირება დასრულდა: როგორ ულოცავს ანუკი არეშიძეს იუბილეს ნინა ზარქუა

ანუ­კი არე­ში­ძე იუ­ბი­ლა­რია. ქა­ლა­ქის მე­რის დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ლოც­ვებს დი­ლი­დან იღებს. ალ­ბათ არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და უჩ­ვე­უ­ლო ამ დღეს, რომ არა დი­ზა­ი­ნერ ნინა ზარ­ქუ­ას მი­ლოც­ვა.

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ ჩემო ერ­თა­დერ­თო. მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლოდ. ყო­ველ­თვის ატა­რე შენი შე­უმ­ჩნე­ვე­ლი გვირ­გვი­ნი. მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლოდ, იცი რა­საც ვგუ­ლის­ხმობ...“ - წერს ზარ­ქუა და ანუ­კის რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რე­ბი­დან ჩანს, რომ მე­გო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 2018 წლის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს აღარ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ შე­რიგ­დნენ. თუმ­ცა ამის აღი­რე­ბა ანუ­კის იუ­ბი­ლე­ზე გა­და­წყვი­ტეს.

რა მოხ­და 5 წლის წინ

ანუ­კი და ნინა ბავ­შვო­ბი­დან მე­გობ­რობ­დნენ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს პო­დი­უმ­მა და­ა­კავ­ში­რა. ორი­ვემ პრო­ფე­სი­ად დი­ზა­ი­ნე­რო­ბა აირ­ჩია, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი არ­ჩე­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე გა­ა­კე­თეს. ნი­ნას მე­უღ­ლე სპორ­ტსმე­ნი ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლია.

ანუ­კი და ნინა ხში­რად შო­პინ­გობ­დნენ ერ­თად უცხო­ეთ­ში, მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, სტუმ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, აქ­ვეყ­ნებ­დნენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

2018 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათი მე­გობ­რო­ბა დას­რულ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე ორი­ვეს არა­ერ­თხელ კი­თხეს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში რა გახ­და მი­ზე­ზი, ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­დნენ.

მარ­თა­ლია, დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გა­ბუტვის მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ გამ­ხდა­რა, მაგ­რამ ვრცელ­დე­ბო­და ჭორი, რომ ანუ­კი არე­ში­ძემ ნინა ზარ­ქუ­ას ჩექ­მის მო­დე­ლის კო­პი­რე­ბა და­აბ­რა­ლა... ქა­ლე­ბის ჩხუბს კა­ცე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არ უმოქ­მე­დია და ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი-კა­ლა­ძე ისევ აგ­რძე­ლებ­დნენ მე­გობ­რო­ბას.