loader

"ომის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებულია 228 870 რუსი სამხედრო, მათ შორის, 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში" - უკრაინის გენშტაბი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომის დაწყებიდან დღემდე ლიკვიდირებულია 228 870 რუსი სამხედრო, მათ შორის, 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ლიკვიდირებულია 228 870 რუსი სამხედრო, მათ შორის 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

გენშტაბის ინფორმაციით, ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული ჯარის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ექვსი რაიონი, საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 24 საარტილერიო საშუალება გაანადგურეს.

„სულ დღის მდგომარეობით, განადგურებული 4042 ტანკი (+1), საბრძოლო ჯავშანმანქანა – 7868 (+5), საარტილერიო სისტემა – 4162 (+35), ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 632 (+2), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება – 389 (+0), თვითმფრინავი – 315 ( +0), ვერტმფრენი – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3545 (+26), ფრთოსანი რაკეტა – 1261 (+0), ხომალდი / კატარღა – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა – 6794 ( +9), სპეციალური ტექნიკა – 580 (+11)“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.