loader

"ძა­ლი­ან ნა­ად­რე­ვია, რო­გორც მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ ეს ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას ვთხო­ვო" - ხატია ბუნიათიშვილი დაგეგმილ სამ კონცერტს აუქმებს და განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძა­ლი­ან ნა­ად­რე­ვია, რო­გორც მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ ეს ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას ვთხო­ვო" - ხატია ბუნიათიშვილი დაგეგმილ სამ კონცერტს აუქმებს და განცხადებას ავრცელებს

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი, ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი 7 ივ­ნისს დედა გახ­და. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად და­წე­რა და ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ამ­ჯე­რად პი­ა­ნის­ტი საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში და­გეგ­მილ სამ კონ­ცერტს აუქ­მებს და გან­მარ­ტავს, რომ კონ­ცერ­ტე­ბი და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი დიდ დროს მო­ი­თხოვს, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მას, რო­გორც მე­ძუ­ძურ დე­დას არ აქვს. რო­გორც ის წერს, ჯერ მისი გო­გო­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რაა, სა­ი­მი­სოდ, რომ კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ხარ­ჯზე მას დრო და მზრუნ­ვე­ლო­ბა მო­აკ­ლოს.

"ვწუხვარ, რომ უნდა გავაუქმო ჩემი შემდეგი სამი კონცერტი ივლისში ორანჟში (საფრანგეთი), დიუსელდორფში და ინგელჰაიმ ამ რაინში (გერმანია). მაგრამ ყველა ქალაქს სჭირდება მოგზაურობა ყოველ მეორე დღეს და ყოველი კონცერტი მოითხოვს რეპეტიციას ორკესტრთან და ჩემს კამერული მუსიკის კოლეგებთან ერთად (სოლო რეციტალებით უფრო ადვილი იქნებოდა, რადგან რეპეტიციების განრიგის ნაკლებ სიზუსტეს მოითხოვს) და ეს ძა­ლი­ან ნა­ად­რე­ვია, რო­გორც მე­ძუ­ძურ­მა დე­დამ ეს ჩემს პა­ტა­რა გო­გო­ნას ვთხო­ვო. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს - კირილს, ლიონის ორკესტერს, მოჰამედს, ირინს, ადრიენს, ედგარს... და დიდი მადლობა შესანიშნავ სოდი ბრეიდს, რომ ასე შეუფერხებლად ავსებდა ფორტეპიანოს ადგილს გერმანიის ორ ქალაქში. ჩვენ გიგზავნით ყველას პოზიტიურ და მშვიდობიან ენერგიას", - წერს ზატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში.