“იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ, ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერ-მინისტრო?!“ - ფრიდონ ინჯია
“როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი, და მიზეზი რა არის, ბატონო პრემიერ-მინისტრო?!“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
ფრიდონ ინჯიას შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არმიღებაა.