"დავიხრჩე, ბიჭო" - კადრები პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა
პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.
ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს.