loader

"საცოდავები ხართ! ტაქტიკა აქვთ ასეთი, ქალბატონებს მოგვიქსევენ და მერე ელოდებიან რეაქციას" - ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ოპოზიციას და ხმაური პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საცოდავები ხართ! ტაქტიკა აქვთ ასეთი, ქალბატონებს მოგვიქსევენ და მერე ელოდებიან რეაქციას" - ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ოპოზიციას და ხმაური პარლამენტში

მოღალატე ხართ, ეს არის ქვეყნის ღალატი, რასაც ახლა ამბობთ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერმა განაცხადა, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, ქვეყანას ომი ვერ აარიდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა ანა წითლიძემ და პრემიერს შემდეგი სიტყვებით მიმართა - „შე რუსო მართლა. შენ ხარ რუსი. ხმას საერთოდ როგორ იღებ, შე რუსო“.

აღნიშნულ მიმართვებს პრემიერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ ამ თემაზე საუბარი არ უნდათ, რადგან მათ ყველაზე მეტად იციან, რომ მათ ჩაიდინეს ეროვნული ინტერესების ღალატი.