loader

13 წლის გოგო სამი თვის ორსულია - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის 50 წლის კაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13 წლის გოგო სამი თვის ორსულია - ზუგდიდში სექსუალური დანაშაულისთვის 50 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, 50 წლის კაცი დააკავეს. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც დედამ ბავშვი ტკივილების გამო კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

როგორც ცნობილია, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვისთვის აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წავიდა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს. ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

წყარო: მთავარი არხი