loader

პროკურატურამ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურამ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მიშა მშვილდაძის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ 27 ივნისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბრალდებულმა საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ტელეკომპანია ''ფორმულას'' ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა ( ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.'' - აცხადებენ პროკურატურაში.