"ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი" - რას ამბობს სანდრო გულუა მიმდინარე სპეცოპერაციებზე
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, სანდრო გულუას განცხადებით, ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.
მისივე ინფორმაციით, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
„ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე - გორში, ქუთაისსა და თბილისში, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებს. ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულად, თუ ვინ არის დაკავებული და საქმის სხვა დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა გულუამ.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობს.