loader

ვრცელდება კადრები, როგორ ამოაქვთ ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენები ხმელეთზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, როგორ ამოაქვთ ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის ნარჩენები ხმელეთზე

ტიტანიკთან ჩაძირული წყალქვეშა ნავის, ტიტანის ნარჩენები ხმელეთზე ამოიტანეს, - უცხოური მედიის ცნობით, ნარჩენები კანადაში, ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში მდებარე პორტში მიიტანეს.

წყალქვეშა ნავის მფლობელ კომპანიაში Pelagic Research Services გამოძიებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობენ, რადგან ამბობენ, რომ მათი ჯგუფი ამ დრომდე მისიაზეა. გამოძიებაში აშშ-სა და კანადის სახელმწიფო სააგენტოები არიან ჩართული.

ცნობილია, რომ წყალქვეშა ნავის ნარჩენები ატლანტის ოკეანეში 3 810 მეტრის სიღრმეზე, ჩაძირული ტიტანიკიდან 488 მეტრში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ატლანტის ოკეანეში, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა, 20 ივნისს გაუჩინარდა. ნავი 8-დღიან ექსპედიციაზე იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც ბორტზე მყოფ 5 პირს ტიტანიკის ნამსხვრევები უნდა დაეთვალიერებინა.