loader

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა“ - რას წერს მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა“ - რას წერს მოქალაქე, რომელიც აცხადებს, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ, 27 ივნისს, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. პოსტის სქრინი თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" გაავრცელა. გუგეშაშვილის "ფეისბუქპროფილზე" ამ ეტაპზე სტატუსი საჯაროდ აღარ ჩანს.

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო" - წერს გუგეშაშვილი "ფეისბუქზე".