"და აი, მეც დამიდგა ეს მომენტი, როდესაც ვზივარ და ვფიქრობ, დავდო თუ არ დავდო იმ დღეს გადაღებული მამა-შვილის ერთი ფოტო მაინც" - ენდი ძიძავა
22 ივნისს მოსკოვში, ნია კოღუაშვილის დაბადების დღის წვეულებაზე ქართველი მომღერლების დასწრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ, მეგი გოგიტიძემ, დათო ხუჯაძემ, მიშა სულუხიამ და ხვიჩა მაღლაკელიძემ სოსო პავლიაშვილთან ერთად იმღერეს.
ნია კოღუაშვილი ქართველი "კანონიერი ქურდის", ბადრი კოღუაშვილის ("ქუთაისკის") და მსახიობ ენდი ძიძავას შვილია.
"დიდად არ გამოვირჩევი ფოტოების აქ ფრიალით, მაგრამ... აქაური ერთი ფრაზა გამახსენდა ახლა, აი, ის მომენტიიი... ყოველთვის მეღიმებოდა ამ ფრაზაზე - არასოდეს თქვა არასოდეს!
და აი, მეც დამიდგა ეს მომენტი, როდესაც... ვზივარ ახლა და ვფიქრობ, დავდო-არ დავდო იმდღევანდელი მამა-შვილის, გნებავთ, ერთი ფოტო მაინც...
პ.ს. სულ პატარა რომ იყო ნია, ჩემმა მაგდუმ ასწავლა ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ასე იწყებოდა: "ჩემო ჭაღარა მამიკო... "მთლად გაჭაღარავებულა.."
იდოს ეს ფოტო აქ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. რას დავაშავებ ამით, რო?" - წერს ენდი ძიძავა და ფოტოს აქვეყნებს.