loader

“მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პოს­ტის ავ­ტორს ვუ­ჩივ­ლო... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - კონტროლიორი, რომლის ფოტო და ისტორია სოცქსელში გავრცელდა, საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პოს­ტის ავ­ტორს ვუ­ჩივ­ლო... 80 წლის პირი არ დამიჯარიმებია" - კონტროლიორი, რომლის ფოტო და ისტორია სოცქსელში გავრცელდა, საგანგებო მიმართვას ავრცელებს

საზ. ტრანსპორტის კონ­ტრო­ლი­ო­რი, რომ­ლის ფოტო და ის­ტო­რია იმის შესახებ, რომ მან თითქოსდა მოხუცი ქალბატონი დააჯარიმა, რომელსაც კათარზისში ეჩქარებოდა, მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

ჩემო მე­გობ­რე­ბო, მტრე­ბო და მოყ­ვა­რე­ე­ბო. მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვინც დღეს მხა­რი და­მი­ჭი­რეთ და ვინც მლან­ძღეთ.

ვინ­მე ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ დადო პოს­ტი და და­ურ­თო ჩემი ფოტო, თით­ქოს გუ­შინ მე და­ვა­ჯა­რი­მე 80 წლის ქალ­ბა­ტო­ნი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, რო­მე­ლიც მი­დი­ო­და კა­თარ­ზის­ში საკ­ვე­ბის ასა­ღე­ბად.

პოს­ტის ავ­ტო­რი იმ დროს იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე და მო­ა­ხერ­ხა ჩემ­თვის ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და შემ­დეგ მზაკ­ვრუ­ლი ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ჩემ­მა სამ­სა­ხურ­მა დღეს ჩა­ა­ტა­რა მოკვლე­ვა, შე­ის­წავ­ლა გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც გა­და­ღე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქის და­ჯა­რი­მე­ბის ფაქ­ტი და სრუ­ლი­ად და­დას­ტურ­და ის, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბინ­ძუ­რად მწა­მებს ცილს და „ფე­ის­ბუ­ქის“ ქსელ­ში ჩემი ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, მოხ­და რა ჩემი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას, ვი­საც მო­ე­სურ­ვე­ბა, მლან­ძღონ და მო­მა­ყე­ნონ შე­უ­რა­ცხყო­ფა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ შემ­დეგს:

მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, მე არ და­მი­ჯა­რი­მე­ბია.

მო­ქა­ლა­ქე იყო არა 80 - ის, არა­მედ 72 წლის.

მო­ქა­ლა­ქემ წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა არა სო­ცი­ა­ლუ­რი, არა­მედ სა­პენ­სიო სამ­გზავ­რო ბა­რა­თი, რი­თაც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ა­დას­ტუ­რებ­და თა­ვის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლო­ბას.

მო­ქა­ლა­ქემ იმ კონ­ტრო­ლი­ორს, რო­მე­ლიც მას აჯა­რი­მებ­და, და­არ­ტყა მუშ­ტე­ბი და ხე­ლი­დან წა­არ­თვა ფურ­ცლე­ბი, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი შიდა გა­ნა­წე­სის მუხ­ლე­ბი გვქონ­და და­ტა­ნი­ლი.

არა­სო­დეს და არც გუ­შინ, მე 80 წლის პირი არ და­მი­ჯა­რი­მე­ბია, თუმ­ცა ამას კა­ნო­ნი არც კრძა­ლავს.

მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ და მე­ტიც, გა­ბედ­ნი­ე­რებთ, ერთი ხე­ლის მოს­მით ადა­მი­ა­ნის გა­ლან­ძღვა, მი­წას­თან გას­წო­რე­ბა და ჩა­სა­მა­რე­ბა, რა­ტომ არა­სო­დეს ინ­ტე­რეს­დე­ბით, მე­ო­რე მხა­რე­საც მო­უს­მი­ნოთ?

რა­ტომ არ გა­და­ი­ღო ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რის აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა?

ყვე­ლა, ვინც გა­და­მი­ღებს ფო­ტოს და და­ურ­თავს და­უ­სა­ბუ­თე­ბელ, ბინ­ძურ ტექსტს, უნდა აი­ტა­ცოთ და მლან­ძღოთ???? ჩემი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ის­წავ­ლა ფაქ­ტი, ვი­დეომა­სა­ლა, მო­ახ­დი­ნეს და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­მოთ დავ­წე­რე, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია.

მე მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პოს­ტის ავ­ტორს ვუ­ჩივ­ლო და და­ვა­ყე­ნო მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, რად­გან არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბის, ჩემი და­ბუ­ლინ­გე­ბის.

ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სა ასეთ და­უ­სა­ბუ­თე­ბელ და ბინ­ძურ ტექ­სტთან ერ­თად.

პ.ს. ავ­ტორ­მა ტექ­სტი წა­შა­ლა, თუმ­ცა ეს მას არ ათა­ვი­სუფ­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან, რო­მელ­საც მე აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებ!“, - წერს დი­ა­ნა კვი­ცი­ა­ნი.