loader

"მინდა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე" - ლაზარე გრიგორიადისი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, რომ ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე" - ლაზარე გრიგორიადისი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა სასამართლოს ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ მისი მისამართით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო სამოქალაქო სარჩელით მიმართა.

გრიგორიადისი კობახიძე-ღარიბაშვილისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 15-15 ლარის ოდენობით და საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გროგორიადისის ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ განუცხადა.

სასამართლო სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თავად ბრალდებულმაც.

„ცოტა ხანში ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან მექნება საქმე. მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე, მათი ადვოკატების წინადადებების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა. კიდევ მექნება „ტვ იმედთან" ცოტა ხანში სასამართლო სხდომა, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ. თმებთან დაკავშირებით მექნება კიდევ განცხადება. ალბათ, გლდანის ციხესთან დაკავშირებითაც გავაკეთებ განცხადებას, რა დარღვევები ხდება იქ", - განაცხადა გრიგორიადისმა.