"გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს" - ლევან ხაბეიშვილი
"გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს... იფიქრეს, დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო...
ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.