"მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა" - შემზარავი შემთხვევა კასპში
კასპის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ბავშვების მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
"TV მონიტორინგის" ინფორმაციით, ზრდასრულმა მამაკაცმა ბავშვები სოფლის ცენტრში აჩხუბა და ვიდეო გადაუღო - შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი 11 წლის ბავშვს აქეზებდა, რომ 9 წლის ბიჭი ეცემა და მოეკლა. შედეგად მცირეწლოვანმა ბავშვმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო.
როგორც ფერმაში ამბობენ, მამაკაცმა დანაშაული ოჯახებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე ჩაიდინა.