loader

რომელ ქვეყანაში ჩაფრინდა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ ქვეყანაში ჩაფრინდა ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ბელარუსში, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ჩაფრინდა, - ინფორმაციას Беларускі Гаюн-ი Flight Radar-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Беларускі Гаюн-ის „ტელეგრამ-არხზე" აღნიშნულია, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი (სარეგისტრაციო ნომერი RA-02795) მინსკთან ახლოს მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაეშვა.

ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ აეროდრომზე რუსეთიდან მეორე თვითმფრინავიც ჩაფრინდა.

„თვითმფრინავი BAe 125-800B სარეგისტრაციო ნომრით RA-02878 სანქტ-პეტერბურგიდან აფრინდა და მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე 07:58 საათზე დაეშვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.