ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც “ვაგნერს“ გარკვეული პირობები საჯაროდ შესთავაზა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც “ვაგნერს“ გარკვეული პირობები საჯაროდ შესთავაზა.
მან რუსეთის მოქალაქეებს ერთიანობისთვის და კონსოლიდირებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღალატისა თუ შანტაჟის მცდელობა, საზოგადოების მყარი პიზიციის გამო- დაიცვას სამშობლო, თავიდავე განწირულია.
როგოც პუტინმა აღნიშნა, შეიარაღებული ამბოხის ორგნიზატორებს ადეკვატურობა ჰქონდათ დაკარგული. რის გამოც ისინი დანაშაულებრივი მიმართულებით მოქმედებდნენ, მაგრამ სახელმწიფომ მათ აღსაკვეთად დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილებები. ვლადიმერ პუტინის თქმით, სწორედ ასეთ შედეგს ელოდნენ რუსეთის მტრები, ნეო-ნაცისტები უკრაინიდან დაა დასავლეთი.
“მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს - არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ“ - შეგიძლიათ გააფორმოთ კონტრაქტითავდაცვის სამინისტროსთან, დბრუნდეთ სახლში, ან გადახვიდეთ ბელარუსში , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა ერს ერთიანობისთვის და დასძინა, რომ საფრთხის განეიტრალების ყველა საჭირო გადაწყვეტილება თავიდანვე იქნა მიღებული.
"ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა, ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები დანაშაულებრივი იყო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების ყველა სამსახურს, „რომლებიც ერთგული დარჩნენ თავიანთი ფიცის“ და ასევე, დაღუპულ პილოტებს.
პუტინის თქმით, გადაიდგა ნაბიჯები დიდი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, "მაგრამ ამას დრო დასჭირდა".