“ეს ხომ მოგონილი ამბავი არ არის? ლექსები მიუძღვნეს პრიგოჟინს, მხარს უჭერდნენ მას...“ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შესახებ
“გამონათქვამები, ფრაზები უტყუარად ადასტურებდნენ, პატარა მიზეზის შემთხვევაშიც კი, როგორ ცდილობენ, ომისკენ მოწოდებას კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური ძალები“ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფასა.
მდინარაძის თქმით, საქართველოდან პოლიტიკური პირები და ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები მხარდაჭერას უცხადებდნენ და გულშემატკივრობდნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს.