რას წერს ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძის შესახებ? - "საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე"
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოსკოვში ქართველი მომღერლები, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში მღერიან. ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიებაზე სოსო პავლიაშვილთან ერთად, "სამშობლოს" მღერიან: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია.
მომხდარს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე გამოეხმაურა:
“არ მესმის, რაზე იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე საბოდიშო?! მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე თუ რა? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე: ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, არასოდეს შენს წარმატებასთან ახლოს არ ჩაუვლია.
ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მივხვდი, მხოლოდ შურით და ბოღმით არის დატენილი და ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს, ისეთს, როგორიც შენ ხარ!
მიყვარხარ ძალიან და საერთოდ ახლოს არ გაიკარო ეს ნეგატივი, ჩემო ნიჭიერო გოგო”, – წერს ზურა ხაჩიძე.