მეუფე სტეფანეს სკანდალური განცხადება - "საქართველო გაივსო კიკუებით..."
საქართველო გაივსო კიკუებით. ასეთი კიკუები, დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.
მისთვის გაურკვეველია, "ასეთი ადამიანები რას ერჩიან საქართველოს".