loader

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, "ვაგნერი" მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და საველე ბანაკებში ბრუნდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, "ვაგნერი" მოსკოვისკენ გადაადგილებას წყვეტს და საველე ბანაკებში ბრუნდება

ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით, ამის შესახებ “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.

“ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის დაშლა სურდათ. 23 ივნისს სამართლიანობის მარშზე გამოვედით. ერთი დღის განმავლობაში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრში ვართ. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენი მებრძოლების სისხლის ერთი წვეთის არ დავღვარეთ.ახლა ისეთი მომენტი დადგა, როდესაც სისხლი შესაძლოა დაიღვაროს. ამიტომ, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა გვესმის იმისთვის, რომ რუსული სისხლი დაიღვრება ერთ-ერთი მხრიდან, ჩვენ ვტრიალდებით და საპირისპირო მიმართულებით საველე ბანაკებში ვბრუნდებით გეგმის შესაბამისად,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

ევგენი პრიგოჟინი „დეესკალაციის“ შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. რის შედეგადაც [მხარეები] რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის დაუშვებლობის შესახებ შეთანხმებებამდე მივიდნენ. ევგენი პრიგოჟინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადება მიიღო რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის” კომპანიის შეიარაღებული პირების მოძრაობის შეჩერებისა დაძაბულობის დეესკალაციის შესახებ. ამ მომენტისთვის მაგიდაზეა სიტუაციის მოგვარების მომგებიანი და მისაღები ვარიანტი, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებისთვის უსაფრთხოების გარანტიებით“, - წერია განცხადებაში