რა ხდება მოსკოვის ქუჩებში, სადაც "ვაგნერის" დასახვედრად ემზადებიან
მოსკოვში "ვაგნერის" დასახვედრად ემზადებიან. ფოტოები "ტელეგრამ-არხებზე" ვრცელდება. ფოტოებში ჩანან პოლიციელები ტყვიაგაუმტარი ჟილეტებითა და ავტომატებით.
BBC-ის ცნობით, ვაგნერის შეიარაღებული მანქანების კოლონა M4 მაგისტრალზე გამოჩნდა, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და მგზავრობისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.