"ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა" - უკრაინის დაზვერვა
ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
„სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ექსტრემულ რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კრემლში მუშაობს“.
დიმიტრი პესკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც იმყოფება.
ვრცლად წაიკითეთ Ipn.ge-ზე