loader

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ.მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.