"ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა... რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია" - ირაკლი კობახიძე
ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამით დასტურდება, რომ არიან არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურთ.