loader

ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვა

რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის მოქალაქეებს მიმართვაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება.

რუსეთის ჯარმა უკვე მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ვინც შეგნებულად მოღალატეობის გზას დაადგა, კანონის და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის დამატებითი ანტიტერორისტული ხასიათის ზომები მიიღება მოსკოვში, მოსკოვის ოლქში და სხვა რეგიონებში. ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, მიიღება ზომები დონის როსტოვში სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვითარება მძიმე რჩება, ფაქტობრივად დაბლოკილია სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა.

„სიტუაცია დონის როსტოვში მძიმე რჩება, ფაქტობრივად, დაბლოკილია მართვის ორგანოების მუშაობა, მაგრამ ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დასტაბილურდეს“, - განაცხადა პუტინმა.