"ეს რა ხდება... გეგონება, ფილმში ვართ" - რა კადრები ვრცელდება როსტოვიდან?
როსტოველის რეაქცია, როდესაც დილით აღმოაჩინა, რომ ქალაქი "ვაგნერმა" აიღო.
ცნობისთვის, "ვაგნერი" როსტოვში შევიდა და სამხედრო და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი დაიკავა. ქალაქისა და რაიონის მნიშვნელოვანი ნაწილი მის კონტროლქვეშაა.
„ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”
პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“. „საინფორმაციო პროვოკაციას” უწოდებს.
მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. მოგვიანებით გავრცელდა პრიგოჟინის კიდევ ერთი განცხადება, რომ „ვაგნერს“ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აქვს აყვანილ