loader

"ნაძირალა შოიგუ შეჩერებული იქნება, ეს სამხედრო გადატრიალება არაა, სამართლიანობის მარშია - ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ" - ევგენი პრიგოჟინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაძირალა შოიგუ შეჩერებული იქნება, ეს სამხედრო გადატრიალება არაა, სამართლიანობის მარშია - ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ" - ევგენი პრიგოჟინი

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან გასარკვევად მიდიან და „ეს სამხედრო გადატრიალება არაა“.

„შოიგუ ამ წამს როსტოვიდან გაიქცა. ლაჩრულად გაიქცა, როგორც ქალაჩუნა. იმისთვის, რომ არ აეხსნა, რატომ ასწია ვერტმფრენები ჩვენი ბიჭების(ვაგნერელების) გასანადგურებლად, რატომ ახორციელებდა სარაკეტო დარტყმებს. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება… ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია. ჩვენი ქმედებები არანაირად არ უშლის ხელს სამხედროებს. ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობამ „ჩუმად გამოიყენა” არტილერისტები და პილოტები „ვაგნერის” ბანაკების დასაბომბად.

„დეტალებმა დაიწყო გამოჩენა, შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა „ვაგნერის” განადგურების ოპერაცია განეხორციელებინა, მან ჩუმად გამოიყენა არტილერისტები და პილოტები, რათა ჩვენ გავენადგურებინეთ“, - განაცხადა პრიგოჟინმა.