“მან საფასური უკვე გადაიხადა, ბევრი რამ დაკარგა: ჯანმრთელობა, ნორმალური ცხოვრება და თქვენ ეს იცით...“ - ლიზა იასკო სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს
ლიზა იასკო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიმართავს და სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს.
“ჩემი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ.
ნიკა გვარამიას შეწყალება კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც უნდა შეიწყალოს, იმისთვის, რომ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების დეპოლარიზაცია გახდეს შესაძლებელი, არის მიხეილ სააკაშვილი...“ - აცხადებს პარლამენტის რადას დეპუტატი.